მფრინავი იმედა მაისურაძე - 2006 წლის ივლისის ბოლოს მივიღეთ დავალება, რომლის შინაარსი იყო ორი სახლის განადგურება - კონკრეტულად, ნორა და ემზარ კვიციანების სახლები უნდა განადგურებულიყო, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა დაგვავალა

2006 წლის ივლისის ბოლოს მივიღეთ დავალება, რომლის შინაარსი იყო კონკრეტულად ორი სახლის განადგურება, როგორც პროგრამა მინიმუმი. ჩვენი მხრიდან დასმული იყო შეკითხვები: ევაკუირებული იყო თუ არა მოსახლეობა და რა უნდა გაგვეკეთებინა კონკრეტულად, იმიტომ, რომ შეიარაღება, რომლითაც მივდიოდით, არ უზრუნველყოფდა ზუსტ დარტყმებს, გამორიცხულია, - ამის შესახებ მფრინავმა იმედა მაისურაძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულად, ემზარ კვიციანის და მისი დის, ნორა კვიციანის სახლები უნდა განადგურებულიყო, რის შესახებ დავალება მათ ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღეს.

მაისურაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მფრინავებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო, თუმცა, ადგილზე ჩასულებს სხვა სურათი დახვდათ.

„რომ გადავიანგარიშოთ, ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენი და თითოზე 80 რაკეტა - 400 ცალი 80 მმ-იანი S8- ეს სერიოზული ძალაა, ისე ვერ გააკეთებდი გასროლას, რომ დაზიანება არ ყოფილიყო. მიზანს კი გაანადგურებდი, მაგრამ, გარშემო იქნებოდა ძალიან სერიოზული ზიანი, მსხვერპლი, ყველაფერს მოვშანთავდით. კვიციანების ოჯახზეა ლაპარაკი, კონკრეტულად, ნორასი და ემზარის სახლები უნდა განადგურებულიყო.

სიმართლე გითხრათ, ცოტა ქაოტური სიტუაცია იყო, გადარბენა-გადმორბენები იყო ყველგან. [სენაკის] ბაზაზე ავიაციის სეგმენტი ცალკეა, ფეხოსნების - ცალკე იყო, რომ ჩავფრინდით სენაკში, მიგვიყვანეს მანქანებით მეორე ბრიგადის ფეხოსნების შტაბში და ყველა იქ იყვნენ, მერაბიშვილიც და ოქრუაშვილიც იქ ბრძანდებოდნენ, მათი მოადგილეებიც, გენშტაბის უფროსიც და აბსოლუტურად ყველა.

კვიციანების ორი სახლის განადგურება ჩვენ კონკრეტულად დაგვავალა ირაკლი ოქრუაშვილმა. [მიზეზი] არ უთქვამთ, არავის არ უსმენდნენ აბსოლუტურად. მოსახლეობის ევაკუირების თემაზე, ამ მიზანთან იყო თუ არა მოსახლეობა, ერთი ამბავი ატყდა, ფაქტობრივად ჩვენ, საავიაციო ქვედანაყოფის მფრინავები, წინააღმდეგი ვიყავით გაფრენის, ბოლოს, მგონი მიხვდებით, როგორც გაგვიშვებდნენ. წინააღმდეგი კი ვიყავით, მაგრამ ასე პირდაპირ ვერც ვბედავდით გვეთქვა, რომ არ წავალთ, მოსახლეობა ევაკუირებული არის თუ არა, ამაზე პასუხი საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ კი, იქ არავინ დაგხვდებათ, მაგრამ რომ ჩავედით იქ, ვისაც დაეძებდნენ, იმათ გარდა, მოსახლეობა ყველა იქ იყო“, - განაცხადა იმედა მაისურაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი