რაჟდენ კუპრაშვილი - თუ ორგანიზაციები გვიმტკიცებენ, რომ საადვოკატო საქმიანობას ეწევიან, როგორ ხდება, რომ შესყიდული აქვთ ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები, ამას პასუხი უნდა გასცენ - რაც შეეხება კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს, ჩვენ მათ დავიცავთ

ძალიან ბევრ ორგანიზაციას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი - თუ ორგანიზაციები გვიმტკიცებენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას და რომელიმე ბენეფიციარის უფლების დაცვას, მხოლოდ ამ მიმართულებით არიან დაკავებულები, მაშინ როგორ ხდება, რომ მათი მხრიდან ისეთი შესყიდვებია განხორციელებული, როგორიც არის ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები - ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ,-ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მისივე თქმით, კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს დაიცავენ.

„ვინც არ ემორჩილება კანონის მოთხოვნებს, ეს ძალია ცუდი ფაქტია. გამოცხადება იმის თაობაზე, რომ რომელიღაც ორგანიზაცია კანონზე მაღლა დადგება და არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, გაანადგურებს საქმის მასალებს, არ ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებასთან, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტია. კანონს აქვს შესაბამისი რეგულაციები. ჩვენ ამ რეგულაციების ფარგლებში გამოვავლენთ ყველა იმ ფაქტს, რაც ამ ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირებდა. როგორც ამ ორგანიზაციებს, ისე საზოგადოებას ვპირდები, დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი. ძალიან ბევრ ორგანიზაციას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი.

თუ ორგანიზაციები გვიმტკიცებენ, რომ ისინი ეწევიან საადვოკატო საქმიანობას და რომელიმე ბენეფიციარის უფლების დაცვას, მხოლოდ ამ მიმართულებით იყვნენ დაკავებულები და ეს არის მათი გაცხადებული მიზანი, მაშინ როგორ ხდება, როდესაც მათი მხრიდან არის ისეთი შესყიდვები განხორციელებული, როგორიც არის ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები. ეს არის რამდენიმე ათასობით და ათი ათასობით ლარის ღირებულების. ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. რაც შეეხება კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს, დიახ, ჩვენ ამ ორგანიზაციებს დავიცავთ“,- აღნიშნა კუპრაშვილმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა