გია ვოლსკი - არაფერი დაგვიშავებია, რასაც ე.წ. ოპოზიციის ლობისტები საუბრობენ - გარკვეულ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა

რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები და სამართლიანი - არაფერი ის არ დაგვიშავებია, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები - გარკვეულ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა“.

მისი თქმით, საქართველოს ტრაექტორია არ შეცვლილა და არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

„მე ვიცი, საქართველო რას ითხოვს საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან - მეგობრობას, თანამშრომლობას და ვითარების ობიექტურად შეფასებას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხების მიმართ. შეგვიძლია ვიდავოთ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით - მედიასთან დაკავშირებით „ბრიტანული კანონი“ ზღუდავს თუ არა სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო პოლიტიკას, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება დაცული მაშინ, როცა 10-20 კაცი კეტავს დედაქალაქის მთავარ პროსპექტს და ა.შ. ჩვენ ამ თემებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები. არ არის სამართლიანი. არაფერი დაგვიშავებია ის, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები. არც ტრაექტორია შეცვლილა, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს არჩეულ მთავრობას. არჩეულს და არა ძალით მოსულ მთავრობას. ასე რომ, ჩვენ ამ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა