ირანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გაერო-ს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერებას ითვალისწინებს

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო და რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლის შეჩერებას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით, მომავალში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების ნებისმიერი შემოწმებისთვის საჭირო იქნება თეირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს თანხმობა.

„ჩვენთვის ცნობილია ამ ცნობების შესახებ. ატომური ენერგიის სააგენტო ირანისგან დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება“, - ნათქვამია ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაცია დასავლეთის მხარდაჭერაში და ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამართლებაში დაადანაშაულა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს