ნიკოლოზ ჯავახიშვილი - მინდა მათე დევიძეს ვუთხრა, რომ დაგველოდე, რადგან ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“

მათე დევიძეს მინდა მხნეობა ვუსურვო - მინდა მათეს ვუთხრა, რომ დაგველოდე, რადგან ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მწუხარება მინდა გამოვთქვა ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალების გამო და ასევე, სამძიმარი მინდა ვუთხრა ვანო ნადირაძის ოჯახის წევრებს.

ასევე, მათე დევიძეს მინდა მხნეობა ვუსურვო. მინდა მათეს ვუთხრა, რომ დაგველოდე, რადგან ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში.

მივმართავ დიტო სამხარაძეს, რომელიც გამოირჩევა შეურაცხმყოფელი და [უხამსი ლექსიკით]. დიტო, დიდება გმირებს და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს.

ყველას უკვირს რატომ ვიღიმით და რატომ ვართ მხიარულები, რადგან ჩვენ ვართ მართლები და გვიყვარს ჩვენი სამშობლო!

დიდება საქართველოს! ძირს რუსეთის დამპალ იმპერიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია