საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ართვინის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში კონფერენცია ჩაატარა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ართვინის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში პროფესიათა შორის გაცვლითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ართვინის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანდან დემირალ ალმალიმ.

„ღონისძიება ორივე ასოციაციის სტრუქტურისა და ძირითადი ფუნქციების მიმოხილვას მოიცავდა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ადვოკატთა პროფესიული უფლებების დაცვის, ეთიკური სტანდარტებსა და საქართველო-თურქეთს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები.

კონფერენცია ორივე მხარის ერთობლივ მიზნებს ემსახურებოდა, როგორებიცაა იურიდიული პროფესიის გაძლიერება, ადვოკატების დამოუკიდებლობის დაცვა და საზღვარშორისი მდგრადი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს