გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, გივი მიქანაძე მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ, რატომ გავაგდე

შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, გივი მიქანაძე მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ მიქანაძეს, რატომ გავაგდე, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შსს-ს ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ჩაერთო.

გიორგი გახარიას განცხადებას წინ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის რეპლიკა უძღვოდა „თქვენ იქ [პარლამენტში] იყავით: „ნაცებო“ დაგასრულებთო [რომ ამბობდით] და ახლა „ნაცებთან“ ერთად ხართ კოალიციაში“.

თეა წულუკიანს გიორგი გახარიამ უპასუხა: „ნაცები“ ჩემი დასასრულებელია. „ნაცები“ თქვენთან არიან, მიქანაძე გყავთ“.

გიორგი გახარიას აღნიშნულ განცხადებას თეა წულუკიანმა უპასუხა: „მიქანაძეს თავი დაანებეთ და მოდით, ჩორჩანაში დაბრუნდით. რა გაქვთ მიქანაძეზე თქვენ სათქმელი? „ნაცებთან“ ერთად კოალიციაში ხართ თქვენ“.

წულუკიანის პასუხის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გივი მიქანაძე პოლიციის აკადემიიდან „გააგდო“ შს მინისტრობის დროს, რისი მიზეზიც თავად მიქანაძეს ჰკითხონ.

„შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ მიქანაძეს, რატომ გავაგდე და სჯობს, ასეთი კითხვები არ დამისვათ, თორემ...“, - განაცხადა გახარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის