გურამ მაჭარაშვილი - გახარიას უნდა, რომ ქორწილში ყოველთვის ნეფე იყოს, ისე არ მივა არც ერთ ქორწილში - დარწმუნებული ვარ, ხოკრიშვილი არ იქნება გამონაკლისი, ვინც მის პარტიას დატოვებს

გახარიას უნდა, რომ ქორწილში ყოველთვის ნეფე იყოს, ისე არ მივა არც ერთ ქორწილში - დარწმუნებული ვარ, ხოკრიშვილი არ იქნება გამონაკლისი, ვინც მის პარტიას დატოვებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტიას ერთიანობა ვერასდროს ექნება.

„გახარიას პარტიაში რღვევა დაიწყო მაშინ, როცა შექმნა პარტია. თავის წარმომადგენელზე თქვა, დამავიწყდა, სიაში ვერ ჩავსვიო, იქ ვიღაც არ გაითვალისწინა. როგორც კი შექმნა პარტია, მაშინვე წავიდნენ ვიღაცები, მათ შორის, ლიდერები, იმიტომ რომ შეუთანხმებლობა იყო, რადგან გახარიაა ასეთი ბუნების ადამიანი. მას უნდა რომ ქორწილში იყოს ნეფე ყოველთვის, ისე არ მივა არც ერთ ქორწილში. ეს ესე არ ხდება. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარეობს რომ მათთან ვერასდროს იქნება ერთიანობა. დარწმუნებული ვარ, ხოკრიშვილი არ იქნება გამონაკლისი, როდესაც მისი პარტიის წევრები დატოვებენ პარტიას,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობა დაიწყო, მისი და გახარიას პარტიის პოლიტიკური გზები გაიყო. ის ამბობს, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ამ არჩევნებში მონაწილეობის კატეგორიულად წინააღმდეგია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ