ანტიკორუფციული ბიურო - არასამთავრობო სექტორთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა - ანტიკორუფციული ბიურო ყველა დაინტერესებულ პირთან, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის მიზნით დიალოგს აგრძელებს

ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურ დიალოგს აგრძელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიალოგის მიზანია, საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება და დეზინფორმაციის თავიდან აცილება, რომელიც როგორც FARA-ს, ისე „გრანტების შესახებ“ კანონთან მიმართებით ვრცელდება.

„2 ივლისს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და საკითხით დაინტერესებულ პირებთან, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მთავარი თემა, საქართველოს კანონში „გრანტების შესახებ“ განხორციელებული ცვლილებები და grants.acb.gov.ge-ს საიტის პრეზენტაცია იყო. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს არა შეზღუდვას, არამედ პროცესის გამარტივებასა და მეტი გამჭვირვალობის შექმნას.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს, შემუშავებული წესის მიხედვით, ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო. ბიუროს უფლება აქვს, გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. თუ ინფორმაცია არ არის საჯარო, ბიუროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

პროცედურის გასამარტივებლად, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეიმუშავა მექანიზმი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ბიუროკრატიულ ბარიერებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას. ამის უზრუნველსაყოფად შექმნილია უცხოური გრანტების ელექტრონული რეესტრი – სპეციალური ვებგვერდი, https://grants.acb.gov.ge, რომელიც 10 ივლისიდან ამოქმედდება. საიტზე რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ, მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, დარეგისტრირება ნებაყოფლობითია. მონიტორინგისას, ანტიკორუფციული ბიურო იხელმძღვანელებს ვებ გვერდზე ატვირთული ინფორმაციით. რაც თავის მხრივ დაინტერესებული მხარეებისთვის დაზოგავს დროს და თავიდან აგვაცილებს რიგ გაუგებრობებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა, რომელსაც ეს სისტემა გულისხმობს, აძლიერებს ნდობას როგორც ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის, ასევე პარტნიორებთან და დონორებთან.

„ჩვენი მიზანია არ დაიკარგოს თქვენი შრომა, რომელიც რიგი აქტორების გავლენით თითქოს შეუმჩნეველი ხდებოდა. აუცილებელია ხელი შევუწყოთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ და პირნათლად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. მე მზად ვარ მქონდეს კომუნიკაცია როგორც თქვენთან, ასევე დონორებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან. გამჭვირვალე მუშაობა ნიშნავს, რომ თქვენი საქმიანობა და პროექტების ზეგავლენა კიდევ უფრო ხილვადი გახდება. ეს არის შანსი, აჩვენოთ თქვენი წვლილის მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის“ - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მათივე ცნობით, 2 ივლისს გამართულ საინფორმაციო შეხვედრას 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს