ადვოკატთა ასოციაციამ ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ჩიკაგო-კენტის ამერიკულ სამართლის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ამერიკული სამართლის სკოლის დამფუძნებელმა, რიჩარდ უორნერმა და ამერიკული სამართლის სკოლის დირექტორებმა, ქეთევან ჯელაძემ და მაია მესხმა.

„გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის ამერიკული სამართლის სკოლაში სწავლებისთვის 15% შეღავათია დადგენილია.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მასტერკლასების ჩატარებას, რომლებსაც ამერიკელი ექსპერტები გაუძღვებიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს