მედია - სომხეთმა რუსი ოლიგარქის სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო

სომხეთმა რუსი ოლიგარქის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” სომხური სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, სომხეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით სრულად მიიღო კანონპროექტი, რომელიც კომპანია “სომხეთის ელექტროქსელების” ნაციონალიზაციას ითვალისწინებს.

კანონპროექტს 65-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 27 წინააღმდეგ წავიდა.

ცნობისთვის, კომპანია ამჟამად რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში იმყოფება, რომელიც სომხეთში 17 ივნისს სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. მომდევნო დღეს მას ბრალი წაუყენეს მთავრობის დამხობის საჯარო მოწოდებებისთვის.

Forbes-ის ინფორმაციით, კარაპეტიანი რუსი მილიარდერების სიაში 44-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 3.2 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს