ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების  „დამოუკიდებლობის“ აღიარება

მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების - „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა , - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტში „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ წერია.

დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირებას, რაც როგორც უშუალოდ ქვეყნის, ასევე, რეგიონის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს.

„მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ სტაბილური, ერთიანი და ფართოდ წარმომადგენლობითი სირიის მთავრობის ფორმირებას, რომელიც მშვიდობიანად იარსებებს მეზობლებთან და უზრუნველყოფს ყველა სირიელის უსაფრთხოებას, თავისუფლებას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, და მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების - „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა”, - წერია დოკუმენტში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა