ანონსი  4 ივლისი

4 ივლისს, 11:00 სათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ივლისს 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საგზაო უსაფრთხოება: რიგ დარღვევებზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს