რუსეთმა კიევს დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაშავდა 21 ადამიანი

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრები და საცხოვრებელი შენობების დაზიანება ქალაქის ექვს რაიონში დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 21 ადამიანი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი შენობების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე დაეცა.

სოლომენსკის რაიონში ნამსხვრევები არასაცხოვრებელ შენობებს დაეცა. გარდა ამისა, ცეცხლი გაუჩნდა საწყობებს და ადმინისტრაციულ შენობას.

სვიატოშინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები საწყობის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ნამსხვრევები ასევე 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ეზოში ჩავარდა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

შევჩენკოვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა 8-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დააზიანა. გოლოსეევსკის რაიონში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა. დარნიცკის რაიონში კი ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები ღია ტერიტორიაზე დაეცა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს