ნიდერლანდების დაზვერვა - რუსეთი უკრაინაში ფართოდ იყენებს აკრძალულ ქიმიურ იარაღს

ნიდერლანდების სადაზვერვო სააგენტოებმა შეაგროვეს მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული ქიმიური იარაღის ფართოდ გამოყენების შესახებ, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა და სამხედრო დაზვერვის უფროსმა, პიტერ რისინკმა Reuters-ს განუცხადეს.

„მთავარი დასკვნა ის არის, რომ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთი აძლიერებს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ეს შემაშფოთებელია, რადგან იმ ტენდენციის ნაწილია, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ვაკვირდებით, სადაც რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ამ ომში სულ უფრო ნორმალიზებული, სტანდარტიზებული და ფართოდ გავრცელებული ხდება“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს.

ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პიტერ რისინკის მტკიცებით, დასკვნები ნიდერლანდების დაზვერვის დამოუკიდებელ მონაცემებს ეფუძნება.

„ამიტომ ჩვენ თვითონ დავაკვირდით მას ჩვენივე გამოძიებების საფუძველზე“, - აღნიშნა პიტერ რისინკიმ.

ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებას სულ მცირე სამი უკრაინელი მოქალაქის დაღუპვა უკავშირდება. ამასთან, ჯანდაცვის ორგანოებს ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული სიმპტომებით ბრძოლის ველზე დაშავებულმა 2500-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

ბრეკელმანსის თქმით, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ზრდა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ზეწოლა. ეს ნიშნავს მეტ სანქციებს და კონკრეტულად მათთვის (რუსეთისთვის) საერთაშორისო ორგანოებში, როგორიცაა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო, მონაწილეობის უფლების ჩამორთმევას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ნიდერლანდების დაზვერვის ხელმძღვანელმა კი რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ათასობით შემთხვევაზე ისაუბრა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი