ოპოზიციური პარტიები - „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს - არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს,- ამის შესახებ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, „ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია”.

„ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, აგრეთვე მკაფიოდ დააფიქსირა: საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები; დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი; უნდა გაუქმდეს რუსული კანონი.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ვაცხადებთ: არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს! ყველაფერს გავაკეთებთ მათი არაღიარებისა და საბოლოო ჩამოშლისთვის, რათა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რაც საქართველოს გამთლიანებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდება: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ნაციონალური მოძრაობა", „თავისუფლების მოედანი", „სტრატეგია აღმაშენებელი".

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა