სომხეთში ინიციატივა „კამკას“ ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ინიციატივა „კამკას“ ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს, - ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, კიმა ავდალიანმა „სპუტნიკ არმენიას“ განუცხადა.

ავდალიანის განცხადებით, ვაჰაგნ ჩახალიანი ჩართულია „წმინდა ბრძოლის“ სახელით მოქმედ მოძრაობაში, რომლის ფარგლებშიც 26 ივნისს, „ტერორისტული აქტის მომზადებისა და ძალაუფლების უზურპაციის“ ბრალდებით, 16 ადამიანი დააკავეს.

ავდალიანის თქმით, საგამოძიებო კომიტეტმა ჩახალიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, ჩახალიანი საქართველოში ყოფნისას ორგანიზაცია “ჯავახკს” ხელმძღვანელობდა. ის 2009 წელს დააკავეს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება- შეძენის, ასევე, ხულიგნობის ბრალდებით და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიის შედეგად დატოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს