გიორგი ბუტიკაშვილი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე - "ქართული ოცნება" სანთლით დადის და ეძებს ლეგიტიმაციას

ყაველაშვილმა განცხადებით დაადასტურა "ქართული ოცნების" ნამდვილი სურვილი - მხოლოდ იმიტომ დაიჭირა პოლიტიკური ლიდერები, რომ მოეპოვებინა ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბუტიკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დაპატიმრებული პოლიტიკოსების მიმართ გაკეთდა.

ბუტიკაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ყაველაშვილის შეთავაზებით სურს, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში შეიტყუოს.

"ყაველაშვილის განცხადებით ორი რამ გამოჩნდა. პირველი ის, რომ "ქართული ოცნება" სანთლით დადის და ეძებს ლეგიტიმაციას, თუმცა მას ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, ყაველაშვილი კი ვერ შედგა როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში.

მეორე არის ის, რომ ყაველაშვილმა ამ განცხადებით დაადასტურა "ქართული ოცნების" ნამდვილი სურვილი - მხოლოდ იმიტომ დაიჭირა პოლიტიკური ლიდერები, რომ მოეპოვებინა ლეგიტიმაცია. ახლა იყენებენ ამ შეთავაზებას, რომ პარტიები შეიტყუონ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მათთვის ლეგიტიმაციის ნაწილია. ამიტომ, ნებისმიერი პარტია, რომელიც თვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში უნდა შევიდეს, სინამდვილეში ეხმარება "ქართულ ოცნებას" და ეს დაადასტურა დღეს ყაველაშვილმა", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის