სალომე ზურაბიშვილი - ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! - ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება

გაგათავისუფლებთო - მონობისათვის! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რუსული „კგბ-შნიკური სცენარებიდან გამოვიდეს" და თავისით იფიქროს.

ზურაბიშვილი აღნიშნულს ადარებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ლოგიკას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, რაც ჩაბარებას და განადგურებას ითვალისწინებს.

„ერთმა სთქვა, მაღიარეთო თუ არა … რას გიზამთო, და კიდევ სთქვა, მაღიარეთო და თან ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ - ღირსება, რეპუტაცია და სინდისი - მე ჩამაბარეთო და გაგათავისუფლებთ… მონობისათვის!

ეს იგივე ლოგიკაა, რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუჰანსკს, და ამის გარდა იცოდეთ, არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!

ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება, რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!

მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს