ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე- ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, როდესაც ამ გზაზე წინ მიიწევთ, რადგან მოლდოვას წარმატება ევროპის წარმატებაა

ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, როდესაც ამ გზაზე წინ მიიწევთ, რადგან მოლდოვას წარმატება ევროპის წარმატებაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.

„როდესაც თქვენ ევროკავშირის გზაზე მიიწევთ წინ, ჩვენ ეს უფრო მეტად გვაახლოებთ. ეს კი ჩვენი 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ზრდის გეგმის მიზანია. ეს არის ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, რომელიც გვაკავშირებს.

მიხარია, რომ კიშინიოვში დავბრუნდი ევროკავშირი-მოლდოვას პირველ სამიტზე. გასულ წელს მოლდოვას ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში მათი მომავლის დაფუძნებას. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, როდესაც ამ გზაზე წინ მიიწევთ, რადგან მოლდოვას წარმატება ევროპის წარმატებაა“, - განაცხადა ლაიენმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს