ირაკლი კუპრაძე - ვთავაზობთ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი, მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის - დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა

ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლაში, მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის - დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნებში მოანწილეობა ოფიციალურად დაადასტურა.

მისი თქმით, „რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივი მოსაგებია“.

„პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს, თუმცა ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციური პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება. როგორც გამოჩნდა, სტრატეგია ავირჩიეთ განსხვავებული. მზად ვართ, სრული ჩართულობისთვის, სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდე, მზად ვართ ტოტალურად და სრული რესურსით ვიყოთ ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება. აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში. მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროცესი და განაჩენი რეჟიმისადმი. რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ერთობლივი მოსაგებია. ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ არცერთი გოჯი თავისუფლების დათმობას არც თბილისში და არც რეგიონებში, მზად ვართ ტოტალური წინააღმდეგობისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, რასაც ქართული ოცნება“ ჩვენ წინააღმდეგ გააკეთებს, მზად ვართ რეპრესიებისთვის, პატიმრობისთვის.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე