ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შემოთავაზება „კაგებეს“ და სუს-ის მიერ დაგეგმილი ავანტიურაა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ - ბრძოლა არის ერთადერთი გზა

საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა, გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შემოთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის მიერ დაგეგმილი ავანტიურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ - ბრძოლა არის ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსული, ოლიგარქიული, რეჟიმის წინააღმდეგ შეგვიძლია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას გამოეხმაურა დაკავებული პოლიტიკოსების მისამართით.

მისი თქმით, კოალიციას აქვს საკუთარი გზა, რომელიც ხალის ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან მათ ვერავინ გადაიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება“.

„ვუბრუნდებით ბრძოლას და კიდევ ერთხელ ვპასუხობთ არალეგიტიმურ დე-ფაქტო პრეზიდენტ ყაველაშვილს და კიდევ ერთხელ მივუთითებთ გზას - რუსული ხომალდისკენ. სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა, გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შემოთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის მიერ დაგეგმილი ავანტიურა - „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ.

ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მასკარადი, რომელიც ვიხილეთ. სულ ტყუილად! „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გეგმა და გზა, რომელიც ქართველი ხალის ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება, „კაგებე“, სუს-ი და ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ბრძოლა არის ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსული, ოლიგარქიული, რეჟიმის წინააღმდეგ შეგვიძლია, ბრძოლა უკომპრომისო და დაუღალავი. ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ველზე, ქუჩაში - აქციებით, პროტესტით, დაუმორჩილებლობით. ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე - არაღიარებით, სანქციებითა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის იზოლაციით. ბრძოლა - არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3000 ახალი ბრძოლის კერის გაჩენით. დაპირისპირებების ახალი კერის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ და პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით.

ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის. ახალგაზრდის მომავლისთვის და ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ