ანდრო ჭიჭინაძის დედა - „ლელო“, დიდი მადლობა ჩვენი შვილების „დაკიდებისთვის“ - გულწრფელად მწყდება გული

„ლელო“, დიდი მადლობა ჩვენი შვილების დაკიდებისთვის!, - ასე ეხმაურება აქციაზე დაკავებული მსახიობის, ანრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

მისი თქმით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე გული სწყდება.

„ლელო“, დიდი მადლობა ჩვენი შვილების დაკიდებისთვის! გულწრფელად მწყდება გული! მაინც არ მეგონა!“,- წერს გუნცაძე.

ცნობითვის, „ლელო-ძლიერი საქართველო“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითოეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის.

„ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე“,- განაცხადა კუპრაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს