ანტონიო გუტერეში უკრაინაზე რუსეთის დარტყმებს გმობს და ბირთვული უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკებზე საუბრობს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების უახლესი ტალღა და განაცხადა, რომ დარტყმები კვლავ საფრთხეს უქნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა სახიფათო ესკალაციისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის გამო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

„ამ დარტყმებმა შეაფერხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოებისთვის არსებულ რისკებს. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ, როგორც პირველი ნაბიჯისკენ სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობისკენ, გაერო-ს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს