სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს ესაუბრა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი თავაზიანი ადამიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონის ყურმილი აიღო, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაურეკა, რადგან ის არასდროს ამბობს უარს დიალოგზე ოპორტუნისტული იდეოლოგიური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„იცით, მგონი პასუხი აშკარაა. პასუხი იმ პრინციპებშია, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ის ჭეშმარიტად თავაზიანი ადამიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, რომელიც არასდროს ამბობს უარს დიალოგზე რაღაც ოპორტუნისტული იდეოლოგიური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნა ლავროვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რატომ პასუხობენ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, როდესაც ის მოსკოვში რეკავს.

მისი თქმით, კრემლმა სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ყველაფერი დანარჩენი დიპლომატიური ტრადიციის საკითხია“, - დასძინა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა 1-ელ ივლისს ტელეფონით ისაუბრეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე