ხატია დეკანოიძე ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებაზე - ამხელა კაპიტალის მქონე ბიზნესმენი იარაღის ტარებისთვის დააკავო - ნონსენსია, ვის სჯერა

მსხვილ ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სიჩუმე არ არის გარანტია - ამხელა კაპიტალის მქონე ბიზნესმენი იარაღის ტარებისთვის დააკავო - ნონსენსია. ვის სჯერა, - ასე ეხმაურება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, ბიზნესმენის, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებლის გიორგი რამიშვილი დაკავებას.

როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშილი „ყველას მიადგება, მათაც, ვინც გასუსული ბუჩქებში ზის“.

„მსხვილ ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სიჩუმე არ არის გარანტია.

ივანიშვილი რუსული, ბანდიტური 90-იანებიდან მოდის. ყველას მიადგება, მათაც, ვინც გასუსული ბუჩქებში ზის.

ამხელა კაპიტალის მქონე ბიზნესმენი იარაღის ტარებისთვის დააკავო - ნონსენსია. ვის სჯერა.

ბიზნესი, იბრძოლეთ ცვლილებებისთვის, სანამ მართლა გვიანი არ იქნება თქვენივე თავისუფლებისთვის“, - წერს დეკანოიძე.

ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს