პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

უწყვეტი პროტესტის 221-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მანამდე კი დღეს, „თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - ამ ლოზუნგით რუსთავში აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძის მშობლები.