Reuters - პუტინმა ბრაზილიაში BRICS-ის სამიტზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო, ვიდეოზარით ისაუბრა და განაცხადა, რომ "ლიბერალური გლობალიზაციის მოდელი მოძველებულია"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის ლიდერებს სამიტზე განუცხადა, რომ ლიბერალური გლობალიზაციის ერა მოძველებულია და მომავალი სწრაფად მზარდ განვითარებად ბაზრებს ეკუთვნის, რომლებმაც უნდა გააძლიერონ მათი ეროვნული ვალუტის გამოყენება ვაჭრობისთვის.

მედიის თანახმად, პუტინმა რიო-დე-ჟანეიროში გამართულ სამიტზე ვიდეოზარით ისაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო, რომელიც მას უკრაინაში ომის დანაშაულებებში ადანაშაულებს და რაზეც მოსკოვი აცხადებს, რომ ორდერი უსაფუძვლო და უაზროა.

„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ლიბერალური გლობალიზაციის მოდელი მოძველებულია“, - განაცხადა პუტინმა განცხადებაში და დასძინა: „ბიზნეს აქტივობის ცენტრი განვითარებადი ბაზრებისკენ გადადის“.

პუტინმა ასევე მოუწოდა BRICS-ის ქვეყნებს, გააძლიერონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ფინანსების სფეროში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო