ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა

აშშ-ის ტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა სულ მცირე 28 ბავშვი კერის ოლქის გოგონების ბანაკიდან, სადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 68 ადამიანი გარდაიცვალა და 10 გოგონა და ერთი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებიან.

გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ტეხასის ზოგიერთ ნაწილის კვლავ წყალდიდობის საფრთხე ემუქრება. ოფიციალურმა პირებმა კერის ოლქის თემის, ჰანტის, მოსახლეობას, წყალდიდობის საფრთხის გამო, შემაღლებულ ტერიტორიებზე გადასვლისკენ მოუწოდეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები სამძებრო, სამაშველო და აღდგენით სამუშაოებს მთელი შტატის მასშტაბით ახორციელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო