დონალდ ტრამპი - ილონ მასკი სრულიად „გადადის რელსებიდან“ - მესამე პოლიტიკური პარტიის შექმნაც კი სურს, ერთადერთი, რისთვისაც მესამე პარტიები კარგები არიან, სრული და ტოტალური არეულობისა და ქაოსის შექმნაა

შეწუხებული ვარ იმის ხილვით, რომ ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ილონ მასკი სრულიად „გადადის რელსებიდან“ და ფაქტობრივად, სარკინიგზო ავარიად იქცევა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„მას მესამე პოლიტიკური პარტიის შექმნაც კი სურს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეერთებულ შტატებში არასდროს მიუღწევიათ წარმატებისთვის - როგორც ჩანს, სისტემა მათთვის არ არის შექმნილი. ერთადერთი, რისთვისაც მესამე პარტიები კარგები არიან, სრული და ტოტალური არეულობისა და ქაოსის შექმნაა და ეს საკმარისად გვაქვს რადიკალური „მემარცხენე დემოკრატებით“, რომლებმაც დაკარგეს თავდაჯერებულობა და გონება! მეორეს მხრივ, „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ შეუფერხებლად მომუშავე „მანქანას““, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცოტა ხნის წინ მიიღო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კანონპროექტი, რომელიც ელექტრომობილების შეძენის ვალდებულებას აუქმებს.

„ეს შესანიშნავი კანონპროექტია, მაგრამ, ილონისთვის სამწუხაროდ, ის აუქმებს ელექტრომობილების აბსურდულ მანდატს, რომელიც ყველას აიძულებდა მოკლე დროში შეეძინა ელექტრომობილი. თავიდანვე კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი ამას. ახლა ადამიანებს უფლება აქვთ შეიძინონ ყველაფერი, რაც სურთ - ბენზინზე მომუშავე, ჰიბრიდული (რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ) ან ახალი ტექნოლოგიები - ელექტრომობილების მანდატი აღარ იქნება. მე ორი წლის განმავლობაში ვაწარმოებდი კამპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით და, სიმართლე გითხრათ, როდესაც ილონმა სრული და უდავო მხარდაჭერა გამომიცხადა, ვკითხე, იცოდა თუ არა, რომ ელექტრომობილების მანდატს შევწყვეტდი - ეს ჩემს ყველა გამოსვლასა და ყველა საუბარში იყო. მან თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონდა - ძალიან გამიკვირდა! გარდა ამისა, ილონმა ითხოვა, რომ მის ერთ-ერთ ახლო მეგობარს NASA-სთვის ეხელმძღვანელა და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობარი ძალიან კარგი მეგონა, გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ის ცისფერსისხლიანი „დემოკრატი“ იყო, რომელსაც აქამდე არასდროს არაფერი გაუკეთებია „რესპუბლიკელებისთვის“. ასევე, შეუფერებლად მივიჩნიე, რომ ილონის ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც კოსმოსთან დაკავშირებულ ბიზნესში მოღვაწეობდა, NASA-ს ხელმძღვანელობდა, როდესაც NASA ილონის კორპორატიული ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი ნომერ პირველი მოვალეობა ამერიკელი საზოგადოების დაცვაა!“, - წერს ტრამპი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა