ანდრო ჭიჭინაძე - მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიებიდან ბევრს ლაპარაკობენ, ამ საქციელს იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ჰქვია

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, კერძოდ მოსამართლის წინაშე მოწმეები გამოიკითხებიან.

სასამართლო პროცესს ბრალდებულ რევაზ კიკნაძის გარდა, ყველა ბრალდებული ესწრება.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულებმა მიმართვაც გაავრცელეს.

„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიებიდან ბევრს ლაპარაკობენ, ამ საქციელს იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ჰქვია, კაცურად არ ვიტყვი რა ჰქვია. მოვუწოდებ ყველად ენას კბილი დააჭიროს",- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ონისე ცხადაძემ კი ბოდბელ მთავარეპისკოპოსს იაკობს მიმართა და მისი სამი გზავნილი გააცნო.

„მინდა მივმართო მეუფე იაკობს, რომელთან მიმართაც 3 გზავნილი მაქვს. პირველი - ჯერ ეკლესია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. მეორე - მამაო ჩვენო მიუტეე რამეთუ არ იცის რას ლაპარობს და მესამე - ჩემი საყვარელი ფილმია ლონდრე",- განაცხადა ონისე ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო