ლანა გალდავა - საქართველო „ბანდიტური“ გარჩევებით ყოველდღიურად უფრო და უფრო ემსგავსება 90-იან წლების რუსეთს

მინდა გადარჩენა და გამოჯანმრთელება ვუსურვო თორნიკე რიჟვაძეს და მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყოველგვარი თვითშემოქმედების გარეშე ობიექტურად, სწრაფად აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლანა გალდავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიძიოს ის გაჟღერებული ბრალდებები, რაც მედიაში გავრცელებულ წერილში იყო ნათქვამი.

„საქართველო „ბანდიტური” გარჩევებით ყოველდღიურად უფრო და უფრო ემსგავსება 90-იან წლების რუსეთს. ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს სამშობლო, ქვეყანა, მაგრამ არ გვაქვს სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით და ინსტიტუციური კონტროლით.

პირველ რიგში, მინდა გადარჩენა და გამოჯანმრთელება ვუსურვო თორნიკე რიჟვაძეს და მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყოველგვარი თვითშემოქმედების გარეშე ობიექტურად, სწრაფად აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ. ასევე, ის გაჟღერებული ბრალდებები, რაც გავრცელებულ წერილში იყო. ეს ადამიანები ვინ არიან, ვინც ზემოქმედებდნენ თორნიკე რიჟვაძეზე? ვინც წერილის მიხედვით მას აბრალებდნენ კორუფციას ან ე.წ. ბარიგების მფარველობას. ზოგადად, რატომ ხდება, რომ იმ მასშტაბის ადამიანი, როგორც იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე გავრცელებულ წერილში წერდა”, - განაცხადა გალდავამ.

გარდა ამისა, გალდავა ბრიფინგზე მსახიობ ვანო თარხნიშვილზე მომხდარ თავდასხმის ფაქტსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ამავდროულად, ჩვენ ვამბობთ, რომ წახალისებული ძალადობა გრძელდება, „ქართულ ოცნებას“ აქვს კრიმინალური კონტრაქტი გაფორმებული მოძალადეებთან.

გუშინ, ასევე ჩვენ აღმაშფოთებელი ფაქტი ვნახეთ. ცნობილი ტელესახე, მომღერალი და მსახიობი ქუჩაში, საკუთარ სახლთან დემონსტრაციულად სცემეს იმის გამო, რომ ის მონაწილეა საპროტესტო აქციების. ამასთან, ჩვენ ვნახეთ, ის ფაქტიც, რომ ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია, რომ გამოძიება დაიწყო და ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები გატარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებს ან რეაგირებს არაეფექტურად, დაზარალებულის სტატუსს არ აძლევს პირებს და არ იღებს სათვალთვალო კამერიდან კადრებს ხოლმე, სასწრაფოდ ყველა მსგავს ფაქტზე გამოძიება მოხდეს“, - აღნიშნა გალდავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა