თენგიზ შარმანაშვილი გიორგი რამიშვილზე - შეიძლება,  არაერთი იარაღი აქვს და მომხდარი სუფთა დაუდევრობა იყო - სასამართლო ალბათ გაითვალისწინებს, რომ ეს განზრახვით კი არა, დაუდევრობით არის მომხდარი

შეიძლება მას არა ერთი იარაღი აქვს და მომხდარი სუფთა დაუდევრობა იყო - ვერ დავიჯერებ, რომ ეგონა, იარაღს ჩუმად ჯერ თბილისის აეროპორტში გაიტანდა, მერე ჩუმად პარიზის აეროპორტში შეიტანდა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ასე გავიდოდა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, „სასამართლო ალბათ გაითვალისწინებს, რომ ეს განზრახვით კი არა, დაუდევრობით არის მომხდარი“.

„მჯერა გავრცელებული ვერსიის. ყველაფერი ლოგიკაა. მე მისგან განსხვავებით, იარაღის ტარების უფლება მაქვს, მაგრამ ამ საქმის მოყვარული არა ვარ და აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვატარე იარაღი.

წმინდა ლოგიკაა, რომ თუ ვინმეს ვინმეს დადანაშაულება უნდა რომ უკანონო იარაღს ფლობს, რა თქმა უნდა, უკანონო იარაღს ჩაუდებს.

მეორე - შეუძლებელია, რომ მე თქვენ თქვენზე გაფორმებული იარაღი ჩაგიდოთ. მაშინ რა უნდა გავაკეთო? - უნდა შევიპარო თქვენს სახლში, ჩუმად მოგპაროთ, მერე გამოვიტანო და ჩაგიდოთ. ეს აბსოლუტური სიგიჟეა.

მესამე - ვთქვათ მას თბილისის აეროპორტში ისეთი გავლენები ჰქონდა, რომ შეეძლო იარაღი გაეტანა და მართლა უნდოდა ამ იარაღის ტარება თავისი გავლენებიდან გამომდინარე, პარიზის აეროპორტში ხომ ვერ შეიტანდა? ამიტომ, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოუარო, მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ჩანთაში მას ეს იარაღი ჰქონდა, რომელიც შეიძლება აღარც ახსოვდა. შეიძლება მას არა ერთი იარაღი აქვს და ეს სუფთა დაუდევრობა იყო. ვერ დავიჯერებ, რომ ეგონა, ჯერ თბილისის აეროპორტში ჩუმად გაიტანდა და მერე მით უმეტეს, პარიზის აეროპორტში ჩუმად შეიტანდა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ასე გამოვიდოდა.

რა თქმა უნდა, სასამართლო ალბათ გაითვალისწინებს, რომ ეს განზრახვით კი არა, არამედ დაუდევრობით არის მომხდარი“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ბიზნესმენი - “სილქ როუდ ჯგუფისა“ და “სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ბიზნესმენი თბილისის აეროპორტში დააკავეს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა