მედია - რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან დილით გაათავისუფლა, თავი მოიკლა

რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია

Telegram-ის არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტაროვოიტმა თავი ავტომობილში მოსკოვის ოლქში მოიკლა. მისი ცხედრის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.

ცნობისთვის, 7 ივლისს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომან სტაროვოიტი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რომან სტაროვოიტი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას 2024 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე, 2018 წლის ოქტომბრიდან, ის კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდა.

სამინისტროს სტაროვოიტის გათავისუფლების თაობაზე ოფიციალური ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შაბათ-კვირას, უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, რუსეთის საჰაერო მიმოსვლაში ქაოსი გამოიწვია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს