ანტიკორუფციული ბიურო რაჟდენ კუპრაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები წარმოადგენდა.

„ბიუროს უფროსმა დამსწრე საზოგადოებას კანონის მიზნები და მნიშვნელობა განუმარტა. მან აღნიშნა, რომ კანონი მიზნად ისახავს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და არა მათ რაიმე ფორმით კონტროლს ან საქმიანობის შეზღუდვას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები. რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიზანია ხელი შეუწყოს კანონის შესახებ ღია დისკუსიასა და სწორი ინფორმაციის გავრცელებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

აღსანიშნავია, რომ ელჩებთან შეხვედრამდე, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. სადაც, ასევე განიხილეს „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს