გიორგი რამიშვილის ადვოკატი - სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება - იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს

შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება და არ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გიორგი რამიშვილს გააჩნია საკმაოდ სერიოზული ბიზნესი, სერიოზული კავშირებით და ბუნებრივია დაზიანდებოდა მისი საქმიანი რეპუტაცია, - ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირმა ჭკადუას თქმით, იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლოც სწორად შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მოსამართლის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

„მიმაჩნია, რომ შუამდგომლობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის არ იყო დასაბუთებული. არ იყო ყველა ის წინაპირობა, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ყველაზე მკაცრ აღმკვეთ ღონისძიებას. ბრალდების მხარე საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლოა ბრალდებული მიიმალოს და გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა და შესაძლოა გაანადგუროს მტკიცებულებები. ბრალდების მხარე ვალდებულია, არგუმენტები წარმოუდგინოს სასამართლოს თუ რის საფუძველზე ამყარებს მის მიერ მოთხოვნილ ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას.

ბრალდებული არ გახლავს ნასამართლევი, წარსულში არ ქონია კონფლიქტი კანონთან, აღიარებდა დანაშაულს, რომელიც მოხდა მოცემულ შემთხვევაში, არ გადაუმალია, არ გაუნადგურებია მტკიცებულებები. შესაბამისად, არ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება და არ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანს გააჩნია საკმაოდ სერიოზული ბიზნესი, სერიოზული კავშირებით და ბუნებრივია დაზიანდებოდა მისი საქმიანი რეპუტაცია. ვფიქრობ, რომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რაც სასამართლომ მიიღო.

იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციო სასამართლო სწორად შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს თუ რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედვათ, რომ გირაო არის საკმაოდ სოლიდური. და ასევე ბრალდებულმა იცის, რომ თუ მიიმალება, თუ არ დაემორჩილება კანონს, მისი სამართლებრივი მდგომარეობა დამძიმდება. შესაბამისად, არ დაარღვევს გირაოს პირობებს და არ შეუშლის ხელს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს და ამოცანებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს მოსამართლის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ინფორმაციისთვის, მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო