ნიკოლ ფაშინიანი - იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს - ამას მე ვუხელმძღვანელებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში ეკლესია „ანტიქრისტიანულმა, ანტიეროვნულმა და ანტისახელმწიფოებრივმა“ დაჯგუფებამ მიიტაცა.

მისი თქმით, აპირებს, პირადად უხელმძღვანელოს სომხური სამოციქულო ეკლესიის გათავისუფლებას.

„ამ პერიოდში არსებული ყველა დავის მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინდა: კტრიჩ ნერსისიანს (სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ს საერო სახელი) ვაზგენ გალსტიანს, გევორგ აჯაფახიანს და ზოგიერთ სხვას იესო ქრისტესთან და მის სწავლებებთან არანაირი კავშირი ან კონტაქტი არ გააჩნიათ. იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს. ამ გათავისუფლებას მე ვუხელმძღვანელებ“, - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია