ანდრეი ერმაკი - რუსული ტერორიზმისგან განკურნების წამალი ამერიკული იარაღია, ევროპულ და უკრაინულ საცეცხლე ძალასთან ერთად

ნატო-ს ქვეყნებისთვის ომის საფრთხე ძალიან რეალურია. რუსეთი უკვე იყენებს ჩრდილოეთ კორეას ევროპაში ომის წარმოებისთვის და არავინ იცის, სად გამოჩნდებიან ეს რუსულ ფორმაში გამოწყობილი ე.წ. მოხალისეები მომავალში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერორისტულ არმიაში სამსახურის უფლებას აძლევს.

„მას შემდეგ, რაც პუტინმა ჩრდილოეთ კორეული ჯარების მონაწილეობა ვერ დამალა, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო იაფი ჩრდილოეთ კორეელი „მოხალისეების“ რეკრუტირების გზას ხსნის. ნატო-ს ქვეყნებისთვის ომის საფრთხე ძალიან რეალურია. რუსეთი უკვე იყენებს ჩრდილოეთ კორეას ევროპაში ომის წარმოებისთვის და არავინ იცის, სად გამოჩნდებიან ეს რუსულ ფორმაში გამოწყობილი ე.წ. მოხალისეები შემდეგ - ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან ახლოს თუ კალინინგრადში განლაგებულები“, - წერს ერმაკი.

მისი თქმით, ამ საფრთხეების შესაჩერებლად მხოლოდ ერთი რეცეპტი არსებობს: იარაღი და ძალა - რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ეკონომიკური დარტყმების პარალელურად.

„უნდა მოხდეს საფრთხეების აღკვეთა და არა შეწყნარება. რუსული ტერორიზმისგან განკურნების წამალი ამერიკული იარაღია, ევროპულ და უკრაინულ საცეცხლე ძალასთან ერთად“, - აცხადებს ერმაკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს