თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციას ეუთო/ოდირი ობიექტურ დამკვირვებლად თუ მიაჩნია და მათი სიტყვა გადამწყვეტი, ერთ-ერთი წამყვანია ასეთ ვითარებაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დასკვნა აღიარონ

ეუთო/ოდირი ობიექტურ დამკვირვებლად თუ მიაჩნიათ [ოპოზიციას] და ეუთო/ოდირის სიტყვა გადამწყვეტი, ერთ-ერთი წამყვანია ასეთ ვითარებაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დასკვნა აღიარონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე.

„ეუთო/ოდირი ობიექტურ დამკვირვებლად თუ მიაჩნიათ და ეუთო/ოდირის სიტყვა გადამწყვეტი, ერთ-ერთი წამყვანია ასეთ ვითარებაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ, ისევ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ სწორება. ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე, მაგრამ ისევ ის ფარსი გავითამაშოთ, რომ დაბულინგებული ეუთო/ოდირი ჩამოვიყვანოთ და შემდეგ, კაცმა არ იცის, იმ დასკვნას ვინ სად მოისვრის? ასეთ ვითარებაში საუბარიც ზედმეტია. ავტორიტეტულად მიიჩნევ? აღიარე. თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები. იქვეა მოწოდება, რა უნდა გამოასწოროს საქართველოს ხელისუფლებამ. დასკვნაში ეუთო/ოდირი ხელისუფლებას აღიარებს და ეუბნება, რომ დანარჩენი ნაწილი, რაზეც გესაუბრები შენ, ლეგიტიმურო ხელისუფლებავ, კიდევ უფრო გააუმჯობესე.

თავად ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, უკიდურესად შეურაცხყოფილი ვართ, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ, სანაგვე ყუთში მოისროლეთო. შემდეგ გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე ამის გაკეთება არ ღირს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით