გერმანიის საგარეო უწყება - ჩინეთი გერმანულ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილეობდა, ლაზერით დაესხა თავს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინელი სამხედროები ლაზერით დაესხნენ თავს გერმანულ თვითმფრინავს, რომელიც წითელ ზღვაში ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილეობდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა და საპასუხოდ ჩინეთის ელჩი უწყებაში დაიბარა.

„ჩინეთის სამხედროებმა ევროკავშირის ASPIDES ოპერაციაში მონაწილე გერმანული თვითმფრინავის მიზანში ამოღების მიზნით ლაზერი გამოიყენეს. გერმანელი პერსონალის საფრთხეში ჩაგდება და ოპერაციის ჩაშლა სრულიად მიუღებელია. ჩინეთის ელჩი დღეს ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს