გია ვოლსკი - ალეკო ელისაშვილი, ეს ცნობილი პოლიტიკური და ფიზიკური აკრობატი, სალომე ზურაბიშვილს იწვევს არჩევნებში, რათა თბილისის მერი გახდეს, თუმცა ზურაბიშვილს სხვა იდეა აქვს - ეს პოლიტიკური ფაფხურის დაბალი დონეა

ალეკო ელისაშვილი - ეს ცნობილი პოლიტიკური და ფიზიკური აკრობატი, სალომე ზურაბიშვილს იწვევს არჩევნებში, რათა თბილისის მერი გახდეს. სალომე ზურაბიშვილს სხვა იდეა აქვს - მას აქვს ქარტია და უნდა, რომ წარმოადგინოს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მისი თქმით, ევროპისკენ წაუძღვება საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ეს პოლიტიკური ფაფხურის იმდენად დაბალი დონეა, რომ ამაზე ძნელია, სიღრმისეული ანალიზი გააკეთო.“

ალეკო ელისაშვილი - ეს ცნობილი პოლიტიკური და ფიზიკური აკრობატი, სალომე ზურაბიშვილს იწვევს არჩევნებში, რათა თბილისის მერი გახდეს. სალომე ზურაბიშვილს სხვა იდეა აქვს. მას აქვს ქარტია და უნდა, რომ წარმოადგინოს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მისი თქმით, ევროპისკენ წაუძღვება საქართველოს და ეს გზა უნდა გაიაროს დაპირისპირებებსა და სისხლის ღვრაში. ეს არის მისი იდეა და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შეუერთდა. ალეკო ელისაშვილი ცდილობს, რომ ამ პროცესს გაემიჯნოს და ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაარქვას იმას, რასაც თვითონ ქადაგებს, მაგრამ მიზანი ხომ ყველასი ერთია? ყველამ დაინახა, რომ არცერთი ლოზუნგი, რასაც „რევოლუციური საბოლოო მიზანი“ ჰქვია, არ შეცვლილა. ზოგი ფიქრობს, რომ ამას არჩევნებში ჩართვით მოახერხებს, ზოგი კი საბოტაჟით. ეს პოლიტიკური ფაფხურის იმდენად დაბალი დონეა, რომ ამაზე ძნელია სიღრმისეული ანალიზი გააკეთო. ფაქტია, რომ ოპოზიცია აჭრილია და ცდილობენ, თავისი რიგები შეამჭიდროონ. მთავარ მიზანს არც ერთი თმობს და არც მეორე. ალეკო ელისაშვილმა რა თქვა და სალომე ზურაბიშვილმა რა უპასუხა ეს მცირე შეკამათებებია იმ დიდ სცენარში, რომელიც დიდი ხანია ჩვენ თვალწინ ვითარდება. შიგნით რაღაც გარკვეული გადაძახილები არის ხოლმე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ექვს დიდ ქალაქში უნდა იომონ, დანარჩენებში კი ბოიკოტი და საერთო კანდიდატები უნდა წარადგინონ“.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თბილისში ლიდერი მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს