სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ “თალიბანის” ლიდერების დაკავების ორდერები გამოსცა

ჰააგის სასამართლომ “თალიბანის” ლიდერების დაკავების ორდერები გამოსცა. შესაბამისი გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ჰააგის სასამართლო აღნიშნავს, რომ “თალიბანის” უზენაესი ლიდერი, ჰაიბატულა ახუნძადა და ავღანეთის მთავარი მოსამართლე, აბდულა ჰაკიმ ჰაკანი ეჭვმიტანილი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენასა და მათი ჩადენისკენ წაქეზებაში.

კერძოდ, ავღანეთის ორივე ლიდერი ითვლება, რომ ჩართული იყო გენდერული ნიშნით გოგონების, ქალებისა და სხვა პირების დევნაში, რაც არ შეესაბამება გენდერთან, გენდერულ იდენტობასთან და თვითგამოხატვასთან მიმართებით “თალიბანის” პოლიტიკას.

ჰააგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ დანაშაულის მსხვერპლები შესაძლოა, კაცებიც გამხდარიყვნენ, რომლებიც “თალიბანში” “გოგოებისა და ქალების მოკავშირეებად” მიიჩნევოდნენ.

ასევე, აღნიშნულია, რომ “თალიბანმა” სახელმწიფო პოლიტიკა გაატარა, რომლის შედეგია ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევები, რაც უკავშირდება მკვლელობებს, დაპატიმრებებს, წამებას, გაუპატიურებებსა და გაუჩინარებებს.

ცნობისთვის, 2025 წლის 3 ივლისს რუსეთი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ავღანეთში “თალიბანის” მთავრობა აღიარა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა