პროკურორი - იყო მეგობრული გარემო - თორნიკე რიჟვაძის მამაც ესწრებოდა სუფრას და სიძეც, ყველა პირი იდენტიფიცირებული და გამოკითხულია - რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოღებულია წერილი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსიდან“, გამომძიებელმა ამოიღო

მოსამართლე დაეთანხმა აღკვეთის ღონისძიების შინაარსს, რაც გავაჟღერე, უბრალოდ, სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფა მოუხსნა და შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით, - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებული, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პროკურორმა მომხდარის ზოგად დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ გასროლა მოხდებოდა, ე.წ. ფანჩატურში იყვნენ სტუმრები, რომელთა შორის იყო რიჟვაძის მამა და სიძე.

მისი თქმით, სტუმრები წასული იყვნენ, როდესაც რიჟვაძე ახვლედიანის კუთვნილ იარაღს ფარულად დაეუფლა.

რაც შეეხება რიჟვაძის წერილს, მისი თქმით, წერილი კლინიკიდან გამომძიებელმა რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოიღო.

"გამოძიებით დადასტურებულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ე.წ. ფანჩატურში, სადაც საქეიფო სივრცე იყო, ბრალდებულმა დაუდევრად დატოვა. ის იყო ტყავის ჩანთაში მოთავსებული. თორნიკე რიჟვაძე მალულად დაეუფლა აღნიშნულ იარაღს, შევიდა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და გულმკერდის არეში მოახდინა გასროლა.

გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. ალექსი ახვლედიანს ჰქონდა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მოცემულ სიტუაციაში დასტურდება, რომ იყო მეგობრული გარემო, სუფრაზე იმყოფებოდნენ სხვა პირები, შემდეგ ისინი წავიდნენ და დარჩნენ თორნიკე რიჟვაძე და ალექსი ახვლედიანი. ყველა იქ მყოფი პირი იდენტიფიცირებული და გამოკითხულია. თორნიკე რიჟვაძის მამაც ესწრებოდა აღნიშნულ სუფრას და სიძეც.

რაც შეეხება წერილს, თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოღებული იქნა წერილი საგარეჯოში მდებარე "ჯეოჰოსპიტალიდან". გამომძიებელმა ამოიღო", - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

საქართველოს პროკურატურამ ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე წარუდგინა ბრალი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო