ხატია დეკანოიძე - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის შეცდომა, რომელიც დიდი ფასი დაგვიჯდება საერთაშორისო ასპარეზზე, უკვე ბევრი კითხვა მოდის - პოლიტპატიმრების თავისუფლება მაინც დაეყენებინათ წინაპირობად

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის შეცდომა, რომელიც დაგვიჯდება დიდი ფასი, ეს ფასი არის საერთაშორისო ასპარეზზე, საიდანაც უკვე ძალიან ბევრი შეკითხვა მოდის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, თუკი ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ, წინაპირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა დაესახელებინათ.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი დაგეგმილი საპროტესტო აქციებთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ მისვლას ყველგან. ჩვენ ბრძოლას კი არ გავურბივართ, ჩვენ ვამბობთ უარს რუსულ არჩევნებში მონაწილეობაზე. იქნება ძალიან დიდი კამპანია და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კამპანიაში დაზიანდებიან ის პარტიებიც, რომლებიც მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ გვექნება კამპანია, „არა რუსულ არჩევნებს“, ყველა ადამიანს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არ იქნება არავითარი ლეგიტიმაციის მომტანი და არ არის ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას რეჟიმის წინააღმდეგ. პირველ რიგში ქუჩებში, ნებისმიერ ქალაქში.

მე ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის შეცდომა, რომელიც დაგვიჯდება დიდი ფასი, ეს ფასი არის საერთაშორისო ასპარეზზე, საიდანაც უკვე ძალიან ბევრი შეკითხვა მოდის. მაგრამ არავის ეგონოს, რომ ჩვენ 70 პოლიტპატიმრის ბედს გავატანთ ქარს, ვიბრძოლებთ ამ ადამიანების გამო. თუ შედიოდნენ არჩევნებზე რაღაც მაინც მოეთხოვათ, პირობა მაინც დაეყენებინათ. 70 კაცი გვყავს ციხეში, პოლიტიკური ლიდერები გვყავს ციხეში, სტუდენტები გვყავს ციხეში და მიუსჯიან ამ ხალხს. მსახიობებს, სტუდენტებს, მომღერლებს მიუსჯიან და ამ ადამიანების თავისუფლება მაინც ყოფილიყო ერთ-ერთი წინაპირობა რეჟიმის მიმართ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე