რასა იუკნევიჩიენე - ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო, ერთ დროს დემოკრატიის მედროშე, ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? – საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა

ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო - ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, ხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას და აღიარებენ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაფერისი დამთხვევაა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას იმავე საღამოს განვიხილავთ, როგორც ბელარუსის. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო - ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? რომ დღეს ვილაპარაკებდით არა მხოლოდ ბელარუსებსა და ლუკაშენკოს პატიმრებზე, არამედ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის პატიმრებზე?..

ევროპარლამენტის წევრებისა და ევროკავშირის ელჩების წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. გვესმის, რომ ეს განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის ხედვებს. ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ “საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო არჩევნები [2025 წლის ადგილობრივი არჩევნები] არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს” და ევროპარლამენტარებს რეზოლუციაში ამის შესახებ შესწორების მხარდაჭერა შესთავაზა, ისევე როგორც მზია ამაღლობლის შესახებ შესწორების.

“საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა. უვიზო მოგზაურობა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევა და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია