ზაზა თავაძე - რეჟიმი დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, ხდება ჭანჭიკების გადაჭერა და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე - ნიშნები ჩანს, რომ უნდათ არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსი და როდესაც აკუმულირება გიჭირს, შენს სხეულს დაუწყებ ჭამას

„ოცნების“ შიდა კლანებს შორის არის ახლა ბრძოლა და დაპირისპირება, რომელიც სისხლამდე მივიდა, ეს გამოიწვია იმან, რომ „ოცნებამ“ 2024 წლის ოქტომბერში მიიტაცა ხელისუფლება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ზაზა თავაძის თქმით, საზოგადოების უმრავლესობას თორნიკე რიჟვაძის თვითმკველობის მცდელობის ვერსიის არ სჯერა, რადგან „ოცნება“ დგას ტყუილებზე და კორუფციაზე“.

“ოცნების“ რეჟიმი შიგნიდან რყევების პირობებშია. ფაქტია, რომ საზოგადოებას არ სჯერა შემოთავაზებული ვერსიის, იმის გათვალისწინებით, რა სახეც დღეს აქვს „ოცნებას“. „ოცნება“ დგას ტყუილებზე, კორუფციაზე, შავ სალაროზე და ზუსტად შავი სალაროს გადანაწილების პროცესიაო, ამბობს საზოგადოების უმრავლესობა. ვიცით, რომ შავ სალაროში ძალიან დიდი წილი აქვს აჭარას და ასევე თბილისს, ამ შავ სალაროს ვინც განაგებს, ეგეც ვიცით და ახლა, როცა მათ პოლიტიკურად უჭირთ, არაღიარებისა და სანქციების ფონზე, ამას ხომ დიდი ფინანასური რესურსი სჭირდება? ფინანსური რესურსის მოთხოვნა გაჩნდა. ოვერდოზი აქვს რეჟიმს, ნებისმიერი რეჟიმი ხომ დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, შესაბამისად ახლა ხდება ჭანჭიკების გადაჭერა. ჭანჭიკების გადაჭერის პროცესში შიდა კორუფციული სინდიკატის მიმდინარეობები იწვევს ამ დაპირისპირებას და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე. ხალხი ასე აღიქვამს და ჩვენ ვერ დავიწყებთ სპეკულაციებს, ეს ნამდვილად ასე იყო თუ არა. იმდენად იაფფასიანად და არადამაჯერებლად იყო დაწერილი, რომ წერილის არ სჯერა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ზაზა თავაძის მტკიცებით, „ოცნებას“ მორიგი არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსების დაგროვება უჭირს და საკუთარ „სხეულს დაუწყეს ჭამა“.

ირაკლი კობახიძე ჩვენი ინფორმაციით, არის იმ შავი სალაროს მთავარი განმკარგავი, რომელიც არჩევნებზე გამოიყენება. ასეთი ნიშნები ჩანს, რომ მათ უნდათ მორიგი არჩევნების გაყალბებისთვის და შესაბამისი ხმების დაწერისთვის ფინანსური რესურსი. როდესაც ფინანსური რესურსების აკუმულირება გიჭირს, უკვე შენს სხეულს დაუწყებ ჭამას და ამ პროცესში არიან ახლა“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა