სერგეი ლაგოდინსკი - გეოპოლიტიკურები ვიყოთ და რეპრესიას შევეწინააღმდეგოთ - ეს ბალანსია, მაგრამ ისეთი, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს, საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის მომავლისთვის

უკანასკნელი კატასტროფული მოვლენების ფონზე ცხადია, რა გვაკლია - ევროკავშირს საქართველოსადმი გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომა სჭირდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ევროპარლამენტში განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ეს არის ბალანსი, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს - საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის მომავლისთვის.

"ხედვისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების გარეშე მოუმზადებლები ვრჩებით ანტიდემოკრატიული უკუსვლისა და სხვა გამოწვევების წინაშე, რომლებიც საქართველოსა და რეგიონს გააჩნია.

კრიზისის მენეჯმენტს უნდა გავცდეთ. უფრო დიდ სურათზე უნდა ვიფიქროთ. “შავი ზღვის სტრატეგია”, რა თქმა უნდა, საშუალებას გვაძლევს, რომ მომავლის საქართველოს ხედვის რეგიონულ პრიორიტეტებთან თანხვედრა მოვახდინოთ, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაშუ თუ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია, თუ დემოკრატია დაცულია, თუ ოპოზიცია რეპრესირებული არ არის.

და კი, ორივეს გაკეთება შეგვიძლია - გეოპოლიტიკურები ვიყოთ და რეპრესიას შევეწინააღმდეგოთ. დაპატიმრებულებისთვის და ყველა სხვა ქართველისთვის ვილაპარაკოთ, რომლებიც ევროპას თავიანთ მომავლად ხედავენ. შეგიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლს, და მმართველი პარტია გავაკრიტიკოთ, რომელიც თავად აგრესორის იმიტაციას ახდენს.

ეს ბალანსია, მაგრამ ისეთი, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს. საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის მომავლისთვის,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა