მალგოჟატა გოშევსკა - საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია გვჭირდება - ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება

საქართველო დიქტატურა ხდება. “ქართული ოცნება” - პრორუსული პარტია - კანონს არღვევს და დაჩქარებული წესით ახდენს ოპოზიციის მარგინალიზებას, აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას უწყვეტს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ხალხი ქუჩაში გამოდის, მაგრამ „სასტიკად ახშობენ“.

„ცოტა ხნის წინ, 8 ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაშია.

საქართველო უფრო ახლო კავშირებს აწყობს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან. ქვეყანას ევროპას და დასავლეთს ეშორებენ, და ეს ქართველი ერის ამბიციებსა და სენტიმენტებს ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია გვჭირდება. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონტაქტის შენარჩუნება გვჭირდება. ასევე ინდივიდების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება.

პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ასევე გვჭირდება ფონდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა