ჰანს ნოიჰოფი საქართველოსთან დაკავშირებულ  ანგარიშზე - ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება - ამ ანგარიშს „სუვერენულ ერთა ევროპის“ ჯგუფი მხარს არ დაუჭერს

ევროპარლამენტი იმის გამო წუხს, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა ის მთავრობა არ აირჩიეს, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა გეგმაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპარლამენტი საკუთარ თავს მორალურ ინსტიტუტად აღიქვამს, რომელიც პოლიტიკაში სიკეთესა და ბოროტებას განსჯის. უკვე რამდენიმე თვეა, ევროპარლამენტი იმის გამო წუხს, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა ის მთავრობა არ აირჩიეს, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა გეგმაში. თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კომიტეტები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო“, - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში „ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“.

„ამ ანგარიშს „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფი მხარს არ დაუჭერს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა