აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვეხმარებით უკრაინელებს და გავაგრძელებთ მათ დახმარებას - ვზრუნავთ, რომ ჰქონდეთ ის, რაც სჭირდებათ

ვიყავით და ვრჩებით უკრაინის უდიდესი მხარდამჭერები, ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანებზე, ვზრუნავთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც სჭირდებათ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაპაუზება იყო ყველა იმ იარაღისა და დახმარების სტანდარტული მიმოხილვის ნაწილი, რომელსაც აშშ აწვდის მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და რეგიონს და არა მხოლოდ უკრაინას.

„ასე რომ, ჩვენ მათ ვეხმარებით და გავაგრძელებთ დახმარებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა